სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერის_ ENPARD III- ის ფარგლებში საგრანტო განაცხადების მიღება დაიწყო

Posted by nona shamatava

სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესებულ და ამ სექტორში დასაქმებულ ვეტერანებს, გაცნობებთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერის_ ENPARD III- ის ფარგლებში, საგრანტო განაცხადების მიღება დაიწყო

პროექტი მოიცავს საქმიანობის სამ ძირითად სფეროს;

1) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) და მისი უწყებების ტექნიკური დახმარება FAO-ს ეროვნული და საერთაშორისო კონსულტანტებისა და ტექნიკური ოფიცრების მიერ;

2) მცირე ფერმერების, სოფლის მეწარმეების, კოოპერატივების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და მუნიციპალიტეტებისათვის ინდივიდუალური გრანტების უზრუნველყოფა მათი კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად

 3) გაფართოების სტრატეგიის პილოტირების ღონისძიებების განხორციელება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის დემონსტრაციებს, ინფორმაციის 必利勁 გავრცელებას, ჩართულობასა და ფერმერთათვის სხვა სასწავლო საქმიანობას.

საბოლოო ბენეფიციარები არიან ფერმერები, ფერმერთა ასოციაციები, კოოპერატივები, სოფლის საწარმოები და მეწარმეები, სოფლად მცხოვრები ოჯახები და სხვა დაინტერესებული მხარეები

აღსანიშნავია, რომ კონკრეტული საპილოტე ინიციატივები ხორციელდება ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ბორჯომის, ახალქალაქის, ყაზბეგის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

პროგრამა გაგრძელდება მიმდინარე წლის ბოლომდე.

საკონსულტაციო მომსახურებისა და განაცხადის შევსებისათვის დაინტერესებულ ვეტერანებს, შეუძლიათ, მომართონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფს.