სამსახურის ისტორია

საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, 1997 წელს ნატოსთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. 2004 წლის დეკემბრიდან  ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად ჩამოყალიბდა, ხოლო 2011 წელს დეპარტამენტი თავდაცვის სამინისტროს დაექვემდებარა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფად გარდაიქმნა.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა  „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებისა და ვეტერანთა სოციალური დაცვის საკითხთა სამთავრობო კომისია“, რომელსაც დაევალა წინადადებების, რეკომენდაციების და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილებით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ვეტერანთა სოციალურ/სამართლებრივი გარანტიების ხელშეწყობისა და საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ,,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლითაც  2014 წლის 23 იანვრიდან, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურად ჩამოყალიბდა.

სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, რომელიც ზედამხედველობას უწევს სამსახურის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას.

სამსახურის დებულება დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის №342 დადგენილებით.

 

 

 

2024  წლის 15 მარტის მონაცემებით, ვეტერანების, ვეტერანებთან გათანაბრებულ პირთა და მათი ოჯახის წევრების რაოდენობა 67 131  ადამიანს შეადგენს.

მათ შორის:

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი – 62

მეორე მსოფლიო ომის შედეგად მკვეთრად  გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი – 1

მეორე მსოფლიო ომის შედეგად  მნიშვნელოვნად გამოხატული  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი –11

მეორე მსოფლიო ომის შედეგად ზომიერად გამოხატული   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი  –7

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები  სულ: 81

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირი – 489

სხვა  სახელმწიფოთა  ტერიტორიაზე   საბრძოლო  მოქმედებების  ვეტერანი -2 510

სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე  საბრძოლო მოქმედებების შედეგად   მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი – 4

სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე  საბრძოლო მოქმედებების შედეგად   მნიშვნელოვნად  გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი – 46

სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე  საბრძოლო მოქმედებების შედეგად ზომიერად  გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი – 36

სხვა  სახელმწიფოთა  ტერიტორიაზე   საბრძოლო  მოქმედებების  ვეტერანი  სულ: 2 596

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი – 28 369

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,  თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო  მოქმედებების  შედეგად მკვეთრად  გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი– 137

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,  თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო  მოქმედებების  შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი  – 1 429

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,  თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო  მოქმედებების  შედეგად ზომიერად გამოხატული    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი  – 524

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი სულ : 30 459

2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი – 21 570

2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,  თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო  მოქმედებების  შედეგად მკვეთრად  გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი – 5

2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,  თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო  მოქმედებების  შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი  – 15

 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,  თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო  მოქმედებების  შედეგად ზომიერად გამოხატული    შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი  – 11

 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი სულ : 21 601

ომში ( მეორე მსოფლიო ომი, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები) დაღუპულის   ოჯახის წევრი – 161

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრი1 956

2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრი –175

მარჩენალდაკარგული ( მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის ოჯახის წევრი  7 819

მარჩენალდაკარგული 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრის ოჯახის წევრი  – 608

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო მოქმედების ვეტერანი- სამოქალაქო ავიაციის მფრინავები ( ეკიპაჟი) , რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედებების ზონაში – 182

თავდაცვის ძალების ვეტერანი – 1 004