ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, დღეს ჭადრაკში პირველობა ვეტერანებს შორის ჩატარდა. ტურნირი ხუთ ტურად ოლიმპიური სისტემით წარიმართა. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ავღანეთის ომის ვეტერანი პაატა ვაშაკიძე, მეორე ადგილზე – ჯუსტან ბოკუჩავა, ხოლო მესამე ადგილზე მალხაზ თოფურია გავიდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ მირონ ჩიგოგიძემ გამარჯვებულებს სიგელები და სხვადასხვა პრიზები გადასცა. ასევე ყველაზე უხუცესს მონაწილეს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 92 წლის სერგო სულაძეს გადაეცა სპეციალური პრიზი, რომელიც ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა გურამ ალავიძემ დააწესა.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge