ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით კუს ტბის ტერიტორიაზე მარათონი ჩატარდა. „ვეტერანები ჯანსაღი ცხოვრების სადარაჯოზე“ – ამ დევიზმა უამრავი ვეტერანი გააერთიანა.
მათთან ერთად გარბენში სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. ფინიშის ხაზი პირველმა ჯიმი ინატაშვილმა გადაკვეთა. მეორე ადგილი დავით გიუნაშვილს ერგო, მესამეზე – ლევან შანიძე გავიდა. გამარჯვებულები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლოზ კვეზერელმა და მისმა მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ სპორტული საათებით, თასითა და სიგელებით დააჯილდოვეს. ღონისძიების მხარდამჭერია ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია. მარათონი „ვეტერანის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა.