22 დეკემბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციათა შეხვედრა გაიმართა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მასში ვეტერანთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. მხარეებმა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური უზრუნველყოფის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა ჩართულობის საკითხი განიხილეს და მის ასამოქმედებლად კონკრეტული გზებიც დასახეს. „ძალოვან ვეტერანთა ეროვნული ლიგის“, „საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის“, „ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია – პატრიოტისა“ და „საქართველოს სამხედრო ექიმთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ურთიერთთანამშრონლობის მემორანდუმი გააფორმეს, რაც სამომავლოდ მათ მიერ დასახული მიზნების უკეთ განხორციელებას შეუწყობს ხელს.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge