დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ვეტერანთა შემოქმედებით კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და ვეტერანთა შემოქმედებითი კავშირის დირექტორმა თენგიზ ცხვიტავამ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია შემოქმედების სხვადასხვა დარგის (სახვითი ხელოვნება, ძერწვა, სახალხო რეწვა და სხვ.) პოპულარიზაცია და ვეტერანების ჩართვა ამ საქმიანობაში მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიზნით, საზოგადოებაში რეინტეგრაცია და დასაქმება. მემორანდუმი ვეტერანთა შვილებისთვის ფერწერის, ძერწვის, დიზაინის, ტიხრული მინანქრის უფასო სწავლებასაც ითვალისწინებს, რაც მათ სამომავლოდ დასაქმების საფუძველს შეუქმნის.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge