1-ელ მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით უწყების ბენეფიციართათვის გაიმართა საქართველოში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების პრეზენტაცია.სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტისა და პროექტების მართვის და დაგეგმვის ჯგუფის მიერ მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ „მეწარმეობის ხელშეწყობის სააგენტო“ – პროგრამა – “აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო – პროგრამა „დანერგე მომავალი“, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, საპარტნიორო ფონდი, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა – „სტარტაპ საქართველო“, ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“. შეხვედრის შედეგად ვეტერანებმა მიიღეს ინფორმაცია უწყებებში მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების შესახებ… 2016 წელს უწყების ფარგლებში შეიქმნა ახალი – პროექტების მართვისა და დაგეგმვის ჯგუფი. მისი შექმნის აუცილებლობა გამოიწვია ვეტერანთაგან შემოსულმა ბიზნეს იდეების სიმრავლემ და მათი მოთხოვნების გადასაწყვეტად გზების ძიებამ. შემოსულია 100-მდე ბიზნეს იდეა, რომელთაგანაც პირველ ეტაპზე მათი მზაობიდან გამომდინარე გამოყოფილია 40. პროექტების მართვისა და დაგეგმვის ჯგუფმა გასული წლის განმავლობაში შეხვედრები გამართა ბიზნეს იდეების ავტორებთან და შექმნა საინფორმაციო ბაზა, რომელშიც შესულია სამსახურის ბენეფიციართა ყველა განცხადება და იდეა. მათი უმეტესი ნაწილი ეხება მცირე ბიზნესს, სოფლის მეურნეობას თუ ბიზნესის წარმოების პირველ ნაბიჯებს. შემოსული წინადადებებისა და იდეების შესაბამისად პროექტების მართვისა და დაგეგმვის ჯგუფმა შეარჩია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროებში შემავალი სააგენტოებისა და სსიპ – ების მიერ მართული პროგრამები. პროექტების მართვისა და დაგეგმვის ჯგუფი არის და მომავალშიც იქნება ხელშემწყობი და შუამავალი რგოლი ბიზნესის დაწყების მსურველ ვეტერანთა და სახელმწიფო უწყებებს შორის.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge