დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გმირულად დაღუპულ მებროლთა ოჯახებს სახელმწიფო ორდენები გადასცა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების 28 სამხედრო მოსამსახურე ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. რევაზ ასათიანის, მამუკა კაციტაძის, მამუკა მახნიაშვილის, ნიკოლოზ მეტრეველის, შალვა ნადირაძის, ზაზა ტატიურის, ემზარ ტატუნაშვილის, ავთანდილ წიკლაურის, ბესიკ ჭანკვეტაძის, ჭაბუკი ჭიღლაძის, დავით გელაშვილის, თამაზ გელაშვილის, პიმენ გურეშიძის, გიორგი დუღაშვილის, ბადრი კაპანაძის, ვალერი კუბლაშვილის, გიორგი მაჭარაშვილის, შენგელი ნოზაძისა და ბიჭია ტაბატაძის ხსოვნას სამშობლომ საპატიო ორდენებით მიაგო პატივი. ცერემონიას ვეტერანთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ვეტერანები და დაღუპულ ჯარისკაცთა თანამებრძოლები ესწრებოდნენ.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge