ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით დღეს საკანონმდებლო ინიცირებებისა და სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ვეტერანების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციის დაწყებამდე უწყების დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დეპარტამენტის უფროსებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არსებული და სამომავლო გეგმები გააცნეს, რომლებიც ვეტერანთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგარძელდა. სამსახურის ხელმძღვანელობამ აღნიშნულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა რეკომენდაციები მოისმინა.