დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ, ბარბარობის დღესასწაულსა და ეროვნული გვარდიის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები დალოცა. „დღეს ჩვენ ვლოცავთ ომის ვეტერანებს, რომელთა მხრებზეც ამ საშინელმა ომებმა გადაიარა. ღმერთმა ძალა მოგცეთ და დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები”, – ბრძანა პატრიარქმა.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge