ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ვეტერანთა კავშირ – „დიოსკურიას’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაზე და მათი უფლებების დაცვაზე, იზრუნონ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში რეინტეგრაციაზე, ასევე ახალგაზრდა თაობის სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. მემორანდუმს ხელი სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორმა დავით ჭანტურიამ მოაწერეს.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge