ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ უწყების თანამშრომლებთან ერთად 13 ივნისს სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
2015 წლის 13 ივნისს თბილისში მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე ადამიანი დაზარალდა, გარდაიცვალა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი, სტიქიამ გაანადგურა ქალაქის ინფრასტრუქტურა,ზოოპარკი.
13 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. თარიღი, რომელმაც უამრავი ადამიანის ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა.