იმედის მუნიციპალურ სტადიონზე, საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა II ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს თბილისის „თბილისი“ და ზესტაფონის „ზესტაფონი“ დაუპირისპირდნენ.  ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის „თბილისი“ გახდა.

გამარჯვებულ გუნდს  გადაეცა ფულადი ჯილდო  4000 ლარი. მეორე ადგილზე გასულ ზესტაფონის „მარგვეთს –  2000 ლარი. ხოლო მესამე ადგილზე გასულ ბათუმის „აჭარას“ – 1000 ლარი.

ამპუტანტ ფეხბურთელთა II ჩემპიონატი, ვეტერანების სახელმწიფო საქმეთა სამსახურის, საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

გამარჯვებულ გუნდებს პრიზები სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა გადასცეს. მათ შორის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირიამ და საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ჩიხლაძემ.