ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის პერსონალს ახალი დირექტორი – ლევან ჯუღელი წარუდგინეს.
შეხვედრაზე ჰოსპიტალის სამომავლო გეგმებზე და პერსონალის პრობლემებზე ისაუბრეს.
ლევან ჯუღელი აღნიშნულ თანამდებობამდე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებს ხელმძღვანელობდა. უკანსაკნელ წლებში იყო თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს უფროსი (2001-2006); 2006-2009 წლებში გახლდათ კლინიკა „სტანდარტ მედის“-ს დირექტორი; 2011 წლიდან „ჰუმან დიაგნოსტიკ-ჯორჯიას“-ს მენეჯერი; 2013 წლიდან ქართული-იაპონური ერთობლივი სამედიცინო პროექტის ხელმძღვანელი.