ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პოლკოვნიკს, საქართველოს ეროვნული გვარდიის ყოფილ მრჩეველს სი ჯეი ნატერს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კობა კობალაძეც დაესწრო. საუბარი საქართველოს ვეტერანთა პრობლემების განხილვას და გადაჭრას დაეთმო. ვიცე-პოლკოვნიკი ნატერი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების და განვითარების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. შესაბამისად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა წინაშე მდგარ სირთულეებს კარგად იცნობს. სი ჯეი ნატერმა შეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ეძებოს გზები ვეტერანების წინაშე მდგარი პრობლემების გადასაჭრელად.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge