ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონალურ კოორდინატორს ლინა მილნერს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ომისა და სამხედრო კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა მოძიების შესაძლო გზები და საშუალებები. სახელმწიფო სამსახურისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები ინფორმაციის ურთიერთგაცვლასა და შემდგომ თანამშრომლობაზე შეთახნმდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვალერი ჯაფარიძე, უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა მოძიების სახელმწიფო, კომისიის კოორდინატორი ალექსანდრე ჩადუნელი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი ანა გოგოხია.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge