5 აგვისტოს, 11.00 საათზე, სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ ოფთალმოლოგებმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს და გამოკვლევები ჩაუტარეს. სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, საჭიროებისამებრ, თბილისის სხვადასხვა რაიონის 40-მდე ვეტერანს შემდგომი მკურნალობაც დაენიშნებათ. სამედიცინო ცენტრში ბენეფიციარების მომსახურებას, კოორდინირებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია და „ლანცეტის“ წარმომადგენელი, ექიმი დავით მუხიგული უწევდნენ.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge