სტეფანწმინდაში აფხაზეთის ომის გმირების, ყაზბეგელი მორაგბეების და ტყუპების ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელობის სარაგბო ტურნირი გაიმართა.14 წლამდე წლამდელთა სარაგბო ტურნირში, 16 გუნდს შორის გამარჯვებული თბილისის „აკადემია“ გახდა, მეორე ადგილ თბილისის „ხვამლმა” დაიკავა, მესამე და მეოთხე ადგილები პატარძეულის „ვეფხვებმა“ და თბილისის „ლელომ“ დაიკავეს. გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სპეციალური პრიზი – თასი უწყების დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ გადასცა. ტურნირს ასევე ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და უწყების თანამშრომლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საქართველოს რაგბის ფედერაციის წარმომადგენლები. ტურნირი საქართველოს რაგბის კავშირის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით და ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული ოთხი ქართველი გმირი, რომელთა სახელსაც სარაგბო ტურირი ატარებს, ტყუპები ვასიკო და ნუკრი წიკლაურები, ასევე მათი ოჯახის წევრები თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები აფხაზეთიდან 2014 წელს ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე არიან დაკრძალულნი.