„იმედის” მუნიციპალურ სტადიონზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირის საფინალო შეხვედრა გაიმართა.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს თბილისის „თბილისი“ და ზესტაფონის „მარგვეთი“ დაუპირისპირდნენ.  გამარჯვებული თბილისის „თბილისი“ გახდა. შესაბამისად, მეორე ადგილი ზესტაფონის „მარგვეთმა“ დაიკავა, მესამე გორის დილამ, ხოლო მეოთხე -გორის „ლიბერთიმ“.

გამარჯვებულ გუნდს თბილისის „თბილისს“ თასი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა  ვლადიმერ იმნაძემ გადასცა.

შეჯიბრებაში ექვსი გუნდი მონაწილეობდა: თბილისის „თბილისი”, ზუგდიდის „ოდიში”, ბათუმის „დინამო”, ზესტაფონის „მარგვეთი”, გორის „დილა” და გორის „ლიბერთი”. ტურნირი  ვეტერანების საქმეთა სახელწიფო სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობისა და საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ოქტომბერში საქართველოს ნაკრები  ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა  ჩემპიონატში იასპარეზებს, რომელიც 1-10 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ რივაში გაიმართება. საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები ჩემპიონატის მონაწილე 6 გუნდისგან ჩამოყალიბდა. ევროპის ჩემპიონატზე, ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრები შემდგომ ეტაპზე გასასვლელად ესპანეთის, გერმანიისა და ბელგიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.