დღეს, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერაში“, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ზუგდიდში მცხოვრებ 17 ვეტერანს თვალის ლაზერული, ქირურგიული და ამბულატორიული ოპერაციები ჩაუტარდათ.
გამოკვლევები ზუგდიდში მცხოვრებ 150-მდე ვეტერანს და მათი ოჯახის წევრებს, ჯერ კიდევ ზაფხულში ჩაუტარეს სამედიცინო ცენტრ „მზერის“ მაღალკვალიფიციურმა მედიკოსებმა.
უფასო სამედიცინო მომსახურეობით მომავალშიც ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები