ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ტერიტორიაზე არსებულ ტირის ბაზაზე, ვეტერანთა შორის პისტოლეტის სპორტულ სროლაში ტურნირი გაიმართა.მონაწილეები სრულყოფილად შესრულებული დავალების და სროლის შედეგების მიხედვით მსაჯებისაგან შეფასდნენ.
პირველ ადგილზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი გავიდა. მეორე ადგილზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე, ვეტერანი ვაჟა თიღილაური, ხოლო მესამე ადგილზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე ვეტერანი, ილიას რიზაევი.
გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისგან სიმბოლური პრიზები გადაეცათ.