ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძემ უწყების ახალ ოფისში საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტს ავთანდილ ჩიხლაძეს და ამპუტანტ ფეხბურთელებს უმასპინძლა. ასოციაციის პრეზიდენტმა და ფეხბურთელებმა უწყების ხელმძღვანელს ევროპის ჩემპიონატის შედეგები გააცნეს.
ვლადიმერ იმნაძემ მადლობა გადაუხადა პარასპორტსმენებს თავდადებისათვის, სამომავლო მხარდაჭერასაც დაპირდა და შეხვედრის დასასრულს სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
საქართველოს ნაკრებმა პირველად მიიღო ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა, რომელიც თურქეთში, ქალაქ რივაში 1-10 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გახლდათ