3 დეკემბერს „იმედის” მუნიციპალურ სტადიონზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ამპუტანტ ფეხბურთელთა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გუნდების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. თამაში დასავლეთ საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 5-3 დასრულდა.
მოთამაშეები საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონატში მონაწილე თბილისის, გორის, ზუგდიდის, გორისა და ზესტაფონის გუნდებიდან შეარჩიეს.
მატჩის ორგანიზატორი გახლდათ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ღონისძიების პარტნიორი – დიდუბის რაიონის გამგეობა.