ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ რუსთავში მცხოვრებ 90-მდე ვეტერანს და მათი ოჯახის წევრებს C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ.
მსგავსი აქციები ეტაპობრივად ჩატარდება საქართველოს სხვა რეგიონებშიც. სასურველია, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს თავისი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში და ჩაიტაროს სკრინინგი სწრაფი მარტივი ტესტით. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებსა და მრავალ სამედიცინო ცენტრში ქვეყნის მასშტაბით.