ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ლაიონსების თვალის ცენტრში გლდანში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს უფასო პირველადი ოფთალმოგიური კვლევა ჩაუტარდათ. მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა გაეწია უწყების 40-მდე ბენეფიციარს. თვალის ცენტრში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება ოფთალმოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის ცენტრს შორის 2016 წლის 6 ოქტომბერს გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია უფასო პირველადი ოფთალმოლოგიური კვლევის ჩატარება და ერთობლივი მონიტორინგის საშუალებით ვეტერანთა მხედველობის პრობლემების დადგენა.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge