ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემჯორჯ ბუშის ინსტიტუტის წარმომადგენლებს, პოლკოვნიკებს მეთ ამიდონსა და მიგელ ჰაუს უმასპინძლა.
ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის წარმომადგენლები საქართველოში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების, ასევე მათი ოჯახის წევრების დახმარება-რეაბილიტაციის პროგრამის მხარდაჭერის მიზნით ჩამოვიდნენ.
შეხვედრას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი ქეთევან თევზაძე.