ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, მოადგილეებმა, ნიკოლოზ კვეზერელმა და მირონ ჩიგოგიძემ, თანამშრომლებთან ერთად ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონს, მარია სიბაშვილს, დაბადების 100 წლის იუბილე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ქალბატონ მარიას, დაბადების დღე და 8 მარტი ასევე მიულოცეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.