ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, მისმა მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ აზერბაიჯანის შაჰიდთა, ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმებზე. აზერბაიჯანელმა სტუმრებმა მასპინძლებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.
ვიზიტის შემდეგ სტუმრებმა, მასპინძლებთან ერთად, გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ჰეიდარ ალიევის ბიუსტი აბანოთუბანში .