ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს საპატრიარქოსა და არასამთავრობო სექტორის ხელშეწყობით დაიწყო პროექტის “ომის ვეტერანები მომავალი თაობისათვის” განხორციელება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 25 მარტს, სოფელ თხინვალაში, საპატრიარქოს კუთვნილ ტერიტორიაზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა, სასულიერო პირებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად 150 ძირი ხეხილის ნერგი დარგეს.
პროექტის მიზანია, მრავალწლიანი ხეხილის ბაღების გაშენება. მიღებული პროდუქცია შემდგომში მოხმარდება საპატრიარქოს მრევლს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და საბავშო ბაღებს.
ანალოგიური აქციები მომავალშიც მოეწყობა.ხეხილის ბაღები გაშენდება ვეტერანების მიერ. ნარგავების მოვლა პატრონობას ვეტერანები განახორციელებენ სასულიერო პირებთან ერთად.