ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,, საქართველოს ქალების მშვიდობისა და სიცოცხლისათვის,, ორგანიზებითა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხონში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. მობილური ჯგუფის სხვადასხვა პროფილის კვალიფიციურმა ექიმებმა ასობით ვეტერანს და მათი ოჯახის წევრებს სათანადო სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. აქცია მოიცავდა ექოსკოპიურ და კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევებს და დიაგნოსტირებას,PSA და PAP ტესტებს. ასევე აქციის ფარგლებში ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მობილურმა ჯგუფმა ჩაატარა C ჰეპატიტის სკრინინგი. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე. მოგვიანებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის,, და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ხონის რაიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები გადასცეს.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge