ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ საქველმოქმედო ორგანიზაციების „Give an Hour“ და „Allied Forces Foundation“ პრეზიდენტებს დოქტორ ბარბარა ვან დალენს, დოქტორ სტიუარტ ტეილორს და „Give an Hour“-ის ვიცე-პრეზიდენტს დოქტორ რენდი ფელპსის უმასპინძლა.
შეხვედრას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი ქეთევან თევზაძე.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამებში მონაწილეობის პერსპექტივებზე.