ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ახმეტის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 31 მარტს, ქ. ახმეტის კულტურის სახლში, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა, ახმეტის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარეს. მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა გაეწია უწყების 100-მდე ბენეფიციარს. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი. ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის გასული წლის 10 აპრილს გაფორმდა. კარდიოლოგიურ ცენტრში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.