ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრ “არენას” შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.
ამიერიდან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები  ისარგებლებენ 20 % იანი ფასდაკლებით სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის პრესკურანტით გათვალისწინებულ ნებისმიერ მომსახურებაზე.  ამ გადაწყვეტილებით სპორტკომპლექსის დამფუძნებლებმა საკუთარი მხარდაჭერა გამოხატეს იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს.
ერთი ოჯახიდან ორი, ან მეტი წევრის მომსახურების შემთხვევაში გათვალისწინებულია დამატებითი შეღავათები ბავშვთა ცურვის შემსწავლელ ჯგუფებში.
ფასდაკლებით სარგებლობის მსურველმა ვეტერანებმა და მათი ოჯახების წევრებმა განცხადებით უნდა მიმართონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.  დამატებით ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ სამსახურის ცხელ ხაზს: 2 48 16 26