ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანების პოსტტრამვული ფსიქო-რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, ლაიდენის უნივერსიტეტის პროფესორს, ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს ფსიქოტრავმის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, ჰოლანდიის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკს, ერიკ ვერმეტენს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ, ვეტერანების ფსიქო-რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვასა და მისი განხორციელების გზების მოძიებაზე.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე, საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი, ქეთევან თევზაძე და სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა სიხარულიძე.