ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო მშვიდობის სახლს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია,  მხარეებმა შესაძლებლობის ფარგლებში  ერთმანეთს გაუწიონ დახმარება  ვეტერანების პრობლემებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტების ორგანიზებაში, მიზნების და ამოცანების,  სხვადასხვა კულტურული, სამეცნიერო, საქველმოქმედო და მსგავსი ღონისძიების განხორციელების მხარდასაჭერად.

მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და “საერთაშორისო მშვიდობის სახლის” გამგეობის თავმჯდომარემ დავით ჭითავამ მოაწერეს.