ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებადამცველები სამართლიანობისთვის” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

წინამდებარე მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ მჭიდროდ ითანამშრომლონ: ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების უფლებების დაცვის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის, სამართლებრივი ცოდნის ამაღლების საკითხებთან დაკავშირებით.

მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და არასამთავრობო ორგანიზაციის, “უფლებადამცველები სამართლიანობისთვის” დირექტორმა, ელგუჯა ჩხაიძემ მოაწერეს.