ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის „ OttoBock”-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის გენერალურ დირექტორს,ტიგრან გარიბკოს , შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორს, თეა ერისთავს და ამავე ცენტრის მთავარ ორთოპედ-ტექნიკოს, ირაკლი გულბიანს უმასპინძლა.

შეხვედრას სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე დაესწრნენ.

მხარეებმა ის საკითხები განიხილეს, რომლის განხორციელებაც 2015 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე იგეგმება მომავალში. აღსანიშნავია ასევე, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია 20-მდე შშმ ვეტერანს პროტეზირება თანამედროვე პროტეზებით.

კომპანია „OttoBock“-ს არსებობის 90 წლიანი ისტორია აქვს და ამჟამად მისი 50–ზე მეტი ფილიალი ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს მობილურობის აღდგენაში  და ხელი შუწყოს, შეუნარჩუნოს ან გააუმჯობესოს ის აქტივობები და შესაძლებლობები, რაც მათ გააჩნიათ. ამისათვის კომპანია საუკეთესო ხარისხის მაღალ ტექნოლოგიურ პროთეზებს ამზადებს.