ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 21 ივნისს, თერჯოლის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს,სულ 120-მდე ბენეფიციარს, ჩიჩუების თვალის კლინიკის ექიმებმა სრულიად უსასყიდლოდ ჩაუტარეს თვალის გამოკვლევები.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე, ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დებუტატი, ავიაციის თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი ლილუაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ბონდო სოფრომაძე თანამშრომლებთან ერთად და თერჯოლის საკრებულოს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ავთანდილ ჩუბინიძე.
„ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, ვზრუნავთ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანებისათვის, რისი დასტურიცაა დღევანდელი აქცია. ასევე ვგეგმავთ სხვადასხვა პროფილის სამედიცინო აქციებს, რომლის შესახებაც ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები წინასწარ იქნებიან ინფორმირებულები“-განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.