მიმდინარე წლის 23 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია – „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ინიციატივით და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სოფელ ბოდბეში (საჯარო სკოლის შენობაში) სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ. თბილისის წამყვანი კლინიკებიდან მოწვეულმა ექიმებმა_ (პედიატრი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი) უწყების 80-მდე ბენეფიციარს კონსულტაციები გაუწიეს და ლაბორატორიულ კვლევევები ჩაუტარეს. პაციენტებს, ასევე, უფასოდ დაურიგდათ ფართო სპექტრის მედიკამენტები.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თეიმურაზ ბალარჯიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სოფელ ბოდბეში, ალექსანდრე კოჭლამაზაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სოციალურ სკითხებში, მაია ყოჩიაშვილი.
ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.