სპორტკომპლექს “იმედის” სტადიონზე, ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა. ამხანაგური შეხვედრა საქართველოს და აზერბაიჯანის ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის ჩატარდა. მატჩი ანგარიშით 6:3 საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
თამაშის დასრულების შემდეგ, გუნდის კაპიტნებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბახის ომის შახიდთა, ომის ვეტერანთა და ომის ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’კარაბაკ კიზლარის’’ თავმჯდომარემ, როვშან გულიევმა გუნდის კაპიტნებს თასები ხოლო თამაშის ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.