რაგბის სპორტულმა კლუბმა “არმიამ”, ავჭალის სარაგბო სტადიონზე, ახალი სარაგბო სეზონისთვის მზადება და ინტენსიური ვარჯიში დაიწყო.
“დღეს დავიწყეთ აქტიური ვარჯიში, საკმაოდ კარგი და ძლიერი გუნდი იკვრება. მომავალი სარაგბო სეზონისთვის, რომელიც სექტემბერში იწყება დიდი ამბიციები გვაქვს. კლუბი სეზონს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდება.”- განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა, ირაკლი სულთანიშვილმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 5 ივნისს, სპორტული კლუბის “არმიას” დამფუძნებლად, თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განისაზღვრა.