1993 წლის 2 ივლისს დაბა ტამიშთან, გორის, დუშეთის, ‘’ავაზის,’’ ‘’ჩოლოყაშვილის,’’ ‘’შავნაბადას’’ და 23-24-ე ბრიგადების ქვედანაყოფებთან ერთად, მოწინააღმდეგის ერთ-ერთი პირველი დარტყმა ზღვის მხრიდან  შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილმა 2054 მიიღო. პირველივე შეტაკების დროს, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, დაიღუპა ამ ნაწილის 19 მებრძოლი, მათ შორის, საგარეჯოს რაიონის, სოფელ ბადიაურის მკვიდრნი, კახა გიქორაშვილი და მამუკა ხატისაშვილი.

19 გმირის სახელზე სოფ. ბადიაურში  მემორიალური კომპლექსია აგებული. მიმდინარე წლის 2 ივლისს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ჯანდრი უბირიამ უწყების  თანამშრომლებთან დასაგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობის, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობა“-ს წარმომადგენლებთან , დაღუპულთა ახლობლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად.

მინაწერს მემორიალზე: „დაიგვიანეს, აღარსად ჩანან“ – შვილის გამოჩენის იმედით, 25 წელია გაჰყურებს უგზო-უკვლოდ დაკარგული კახა გიქორაშვილის დედა, ქალბატონი ზინაიდა და არასოდეს დაიღლება ამ მოლოდინით.