მიმდინარე წლის 28 ივლისს, სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის” პროექტის ფარგლებში და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით, შშმ და სოციალურად დაუცველი ვეტერანების შვილები ანაკლიის “მომავლის ბანაკში” გაემგზავრნენ.
კახეთიდან, მცხეთიდან, აფხაზეთიდან, რუსთავიდან, იმერეთიდან და გორიდან ოცდაორი 16 წლამდე მოზარდი ერთი კვირის განმავლობაში ანაკლიაში დაისვენებს და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
„ ვცდილობდით, ამ პროექტისთვის ძირითადად შეგვერჩია რეგიონებში მცხოვრები შშმ და სოციალურად დაუცველი ვეტერანების შვილები. გვინდოდა, ბავშვებისთვის სიხარული მიგვენიჭებინა. მადლობა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრს, რომ ამის შესაძლებლობა მოგვცა.“- განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ თოფურიამ.