მიმდინარე წლის 6-7 აგვისტოს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ეგიდით, ქ.თბილისში, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა პოტენციალის სრულფასოვანი გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, სპორტკომპლექს ‘’იმედის’’ ბაზაზე (მისამართი: ცაბაძის 2) ტარდება ამპუტანტ, მათ შორის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდების ტურნირი. ტურნირში მონაწილეობას თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ზესტაფონისა და გორის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდები მიიღებენ.
ტურნირის პირველი მატჩი დღეს, 6 აგვისტოს, გორის’’დილასა’’ და ზესტაფონის’’მარგვეთს’’ შორის გაიმართა.
ფინალური შეხვედრა ხვალ, 7 აგვისტოს, 16:00 საათზე გაიმართება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გარდამავალ თასსა და მედლებს მონაწილე გუნდებს უწყების დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე გადასცემს.
აღნიშნული ტურნირი 2016 წელს დაარსდა და წელს მესამედ ტარდება.