მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, უწყების თანამშრომლებმა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებდან ჩამოსულმა ამპუტანტმა, მათ შორის, ვეტერანმა ფეხბურთელებმა მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს და მათი საფლავები და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 6-7 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ეგიდით, ქ.თბილისში, სპორტკომპლექს ‘’იმედის’’ ბაზაზე,  2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად,  ტარდება ამპუტანტ, მათ შორის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდების ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ზესტაფონისა და გორის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდები იღებენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გარდამავალ თასს, 7 აგვისტოს, ფინალური მატჩის შემდეგ, გამარჯვებულ გუნდს, უწყების დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე გადასცემს.

2018 წელს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, 7 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინიტრაციულ შენობაზე, ისევე, როგორც, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე,  საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.