მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, შოთა ყიფიანი წარუდგინა. განიხილეს საკითხები, რომლებიც ადგილობრივი ვეტერანებისთვის აქტუალური და პრიორიტეტულია. აჭარის ა/რ თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, რეგიონის ვეტერანებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ვლადიმერ იმნაძეს და შოთა ყიფიანს დახმარება აღუთქვა.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge