სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს უფროსს, შოთა ყიფიანსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს შორის სამუშაო შეხვედრა შედგა.
შეხვედრაზე მხარეებმა აჭარაში მცხოვრები ვეტერანების ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. რეგიონში მცხოვრები ვეტერანები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამების ბენეფიციარები არიან.
მინისტრმა ვეტერანებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში შოთა ყიფიანს დახმარება აღუთქვა.
ჯანდაცვის პროგრამები, რომლითაც აჭარაში მცხოვრები ვეტერანები სარგებლობენ:
1. გულის ქირურგის დამატებითი სამედიცინო მომსახურება;
2. საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება;
3. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება;
4. ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება;
5. მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია;
6.ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება;
7. სახსრების ენდოპროტეზირება;
8. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა;