მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა.
ვლადიმერ იმნაძემ, თავის გამოსვლაში, ისაუბრა ვეტერანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობით უნდა გადაწყდეს.
შეხვედრის მონაწილეთა შორის, მსჯელობა გაიმართა ‘’ვეტერანების შესახებ კანონზე.’’ ყველა ერთხმად ეთანხმება აზრს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საკითხზე მთავრობასთან შეთანხმების მიღწევა. ვეტერანებისთვის განსაკუთრებით აქტუალუარია თბილისში, კედიას ქუჩაზე, ვეტერანთა ჰოსპიტლის დათქმულ ვადებში ამოქმედება, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ვეტერანებისთვის ამ და სხვა, მნიშვნელოვან საკითხებზე, შეხვედრის მონაწილეთა შორის, ფართო დისკუსია გაიმართა. დაისახა მომავალი, ერთობლივი მუშაობის გეგმები.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახურის დეპარტამენტების უფროსები.