მიმდინარე წლის 13-21 ოქტომბერს, ანტალიაში, თურქეთში, ტარდება მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც, მკლავჭიდის შშმპ ეროვნული ფედერაციის და უშუალოდ, ფედერაციის პრეზიდენტის, ერეკლე გურჩიანის მხარდაჭერით, მონაწილეობას მიიღებენ ვეტერანები_ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, ზვიად ხაჩიძე,  ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი, აბესალომ ბუკია და ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი, თემურ დადიანი.

ვეტერანები მაისში, სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატშიც იღებდნენ მონაწილეობას; მათ წარმატებით იასპარეზეს და გუნდური პირველი ადგილიც მოიპოვეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, ჩვენს სახელოვან ვეტერანებს გზა დაულოცა და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა. მან ზვიად ხაჩიძეს, რომელსაც დღეს 50 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამახსოვრო ვიმპელი გადასცა.