ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით , აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა, წყალტუბოში მცხოვრებ ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს, დევნილ და სოციალურად დაუცველ 200-მდე პირს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარეს.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის გასული წლის 10 აპრილს გაფორმდა.
ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება, კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს.
უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.